ქართული კინო
საფუძველს XX საუკუნის დასაწყისში იღებს და მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის, როგორც ქართული კულტურის, ისე ევროპული კინემატოგრაფიის განვითარებაში. სხვადასხვა დროს ქართული კინემატოგრაფიის გამორჩეული წარმომადგენლები იყვნენ და არიან ნიკოლოზ შენგელაია, მიხეილ ჭიაურელი, ოთარ იოსელიანი, სიკო დოლიძე, კოტე მიქაბერიძე, თენგიზ აბულაძე, რევაზ ჩხეიძე, ალექსანდრე რეხვიაშვილი, ელდარ და გიორგი შენგელაიები, რეზო ესაძე, მერაბ კოკოჩაშვილი, ნანა მჭედლიძე, ლანა ღოღობერიძე, ნანა ჯორჯაძე, მიხეილ კობახიძე, გოდერძი ჩოხელი, თემურ ბაბლუანი და სხვანი. ქართული კინოს ერთ-ერთი უდიდესი თაყვანისმცემელი იყო იტალიელი კინორეჟისორი ფედერიკო ფელინი: "ქართული კინო უჩვეულო ფენომენია, სპეციალური, ფილოსოფიური ნათება, რთული და ამავე დროს ბავშვურად წმინდა და უმანკო. მასში ყველაფერია, რაც მე მატირებს და მინდა გითხრათ, რომ ეს (ჩემი ატირება) არც ისე ადვილია".[საჭიროებს წყაროს მითითებას]
ქართული კინოს ისტორია 1908 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც ვასილ ამაშუკელი პირველ ქართულ დოკუმენტურ ფილმებს იღებს ბაქოში. მათ შორის იყო „ქართველი სცენის მოღვაწენი“ და „ქვანახშირის გადაზიდვა აქლემებით“.
კინო
Wednesday, April 13, 2011
კინო
კინო -(ბერძნ. kineõ — გამოძრავებ, ვმოძრაობ) რთული სიტყვის ნაწილი, მიუთითებს კინემატოგრაფიასთან კავშირზე — მაგ.,კინოხელოვნება, კინოთეატრი და სხვა.
კინოხელოვნება - არის ვიზუალურიხელოვნების დარგი, რომლის ნაწარმოებები იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით შექმნილი მოვლენების შესახებ.
კინოხელოვნება გაჩნდა მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურის, თეატრის და სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე.
კინოხელოვნება განუყოფლად არის დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან, რომელიც აწარმოებს კინოაპარატურას, გადასაღებ, გადამამრავლებელ, სადემონსტრაციო და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებს. კინოხელოვნებისა და კინოინდუსტრიის ერთობლიობას კინემატოგრაფია ეწოდება.
კინოხელოვნების ნაწარმოებები - ანიმაციური ფილმი – დოკუმენტური ფილმი – დრამატული ფილმი – კინოჟურნალი – კომედიური ფილმი – მოკლემეტრაჟიანი ფილმი – სასწავლო ფილმი – სატელევიზიო ფილმი
ადრეული კინემატოგრაფია
ლუმიერებმა პირველი კინოჩვენება ვიწრო წრეში 1895 წლის 22 მარტს ჩაატარეს. პირველი ფასიანი საზოგადო კინოჩვენება კი 1895 წლის 28 დეკემბერს ჩატარდა პარიზის გრან კაფეს ინდურ სალონში. ეს ისტორიული ჩვენება მათ პირველ ფილმს ეფუძნებოდა — 45 წამიანი "მუშები ლუმიერების ქარხანას ტოვებენ" (Sortie de l'usine Lumière à Lyon), გადაღებული 1894 წელს ლეონ ბულის სინემატოგრაფით, რომელიც წინა წელს დაპატენტდა. სინემატოგრაფში გაერთიანებული იყო სამი მოწყობილობა, რომელსაც შეეძლო მოძრავი ფილმის ჩაწერა, დამუშავება და პროექტირება. მოწყობილობა მოგვიანებით ძმებმა ლუმიერებმა დახვეწეს.
მიუხედავად იმისა, რომ მაქს და ემილ სკლადანოვსკიმ ერთი თვით ადრე მოაწყვეს პროექტიული ცვლადი გამოსახულებების ფასიანი სახალხო ჩვენება ბერლინში, კინოს ისტორიკოსები გრან კაფეს თვლიან კინოს დაბადების ნამდვილ ადგილად. სკლადოვსკების ჩვენება არ იყო მოძრავი სურათების ფილმი არამედ უბრალოდ უძრავი ფოტოების მონაცვლე სლაიდები, რაც თავისი არსით კინემატოგრაფიას არ წარმოადგენს.
Subscribe to:
Posts (Atom)